logo_geo
eng_logo
ტრამპი: თუ კუბას არ სურს უკეთესი შეთანხმების დადება, შევწყვეტ დადებული შეთანხმების მოქმედებას
- +

29 ნოემბერი. 2016. 01:16



აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელი Titter-ის პირად გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ თუ კუბას არ სურს უკეთესი შეთანხმების დადება კუბელი ხალხისთვის, კუბელი-ამერიკელი ხალხისთვის და აშშ-სთვის მთლიანობაში, ის შეწყვეტს კუბასთან დადებული შეთანხმების მოქმედებას.  


ასევე ტრამპის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა რენს პრიბუსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი შეასრულებს თავის წინასაარჩევნო დანაპირებს და გადახედავს 2014 წლის შეთანხმებას კუბასთან, რომლის ფარგლებში მოხდა კუბასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა.


პრიბუსის თქმით, კუბის ლიდერს, რაულ კასტროს მოუწევს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რათა შეთანხმება ძალაში დარჩეს. მოთხოვნებს შორის მან დაასახელა კუბის მიერ ეკონომიკური ბაზრების გახსნა და რელიგიური დევნის, ადამიანის უფლებების და სხვა დარღვევების აღმოფხვრა.

 

„ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. ცალმხრივად ეს შეთანხმება არ იმუშავებს. ვფიქრობ, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში", - დასძინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner