logo_geo
eng_logo
გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი 10 დეკემბერს გაიხსნება
- +

29 ნოემბერი. 2016. 01:37


 

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი 10 დეკემბერს გაიხსნება. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში „ბიზნესკონტრაქტს" განუმარტეს, გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამუო სეზონი სავარაუდოდ 17 დეკემბერს გაიხსნება. ასევე მიმდინარე წელს სამთო კურორტებს ორი ახალი ადგილი - თეთნულდი და მიტარბი დაემატება. თეთნულდზე სათხილამურო სეზონის გახსნა 24 დეკემბერსაა დაგეგმილი, მიტარბზე კი 25 დეკემბერს.


შეგახსენებთ, რომ კურორტ მიტარბიზე 3 საბაგიროს მშენებლობაა დასრულებული. პროექტი განხორციელდა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის თანამშრომლობის მოდელის პრინციპით. თანამშრომლობის ფარგლებში კოხტა-მიტარბის საკურორტო ზონის გასავითარებლად სახელმწიფომ  48 მილიონი, ხოლო კერძო ინვესტორმა 70 მილიონი გამოყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner