კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროს ერთ-ერთ სადგურში. აფეთქება შუმანის სადგურში განხორციელდა, რომელიც ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს შენობების ახლოს მდებარეობს. შემთხვევის შემდეგ მგზავრთა ევაკუაცია მიმდინარეობს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება ბრიუსელის მალბეკის სადგურზე მოხდა, რის შემდეგადაც ბრიუსელის მეტრო დაიხურა.
ეს ბრიუსელში დღეს მომხდარი რიგით მეოთხე აფეთქებაა.