აშშ-ის ოჰაიოს სახელმწიფო უნივესრსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის ინციდენტი ამოწურულია და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ბლოკირება მოიხსნა, თუმცა სწავლა ჯერ-ჯერობით არ განახლდება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ლიკვიდირებულია. თავდასხმის მიზეზები დაუდგენელია. ინციდენტის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში უცნობი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურმა მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისსკენ მოუწოდა, ხოლო სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ბლოკირება განახორციელა.
ოჰაიოს უნივერსიტეტი აშშ-ში ერთ-ერთი უდიდესია და მასში 60 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს