logo_geo
eng_logo
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა
- +

29 ნოემბერი. 2016. 10:23



შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და პროფესიონალ დიზაინერებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა. სტუდენტების ცენტრში სტუმრობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,  ახლადგახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე გამოცხადებულ კონკურსს უკავშირდებოდა.



მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა, მისი შექმნის მიზანი და დანიშნულება გააცნო და ცენტრის ფუნქციონალურ მოვალეობებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრა. შალვა ხუციშვილმა დიზაინერებს  ლოგოს  კონკურსზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.



აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, როგორც სტუდენტს ისე პროფესიონალ დიზაინერს. კონკურსანტებს ლოგოს შესაქმნელად სამი კვირა აქვთ. გამარჯვებული ვადის ამოწურვიდან ერთ კვირაში, სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდება. საუკეთესო ლოგოს ავტორი პრიზად 3 000 ლარს მიიღებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner