logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა
- +

29 ნოემბერი. 2016. 10:36


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის" წევრებს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენებს მსოფლიო ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.


კლუბის წევრებმა: ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ), საქართველოს ნაკრების სახელით, „რიო 2016"-ის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს.



შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. „მებრძოლმა" 2015 წლის დეკემბერში ევროპული საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ტურნირი - „ოქროს ლიგა" მოიგო. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შსს-ს გუნდმა პირველმა შეძლო ამ უმაღლესი რანგის ტურნირის თასის მოგება.



შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი" 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner