გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიაში თვითმფრინავმა, რომელშიც 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა.
მასში იმყოფებოდნენ ბრაზილიური საფეფხბურო კლუბ „შაპეკოენსის" ფეხბურთელები, რომლებსაც მედელინში ადგილობრივ გუნდთან „ატლეტიკო ნასიონალთან" სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ თამაშში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
მედელინის მერის ფედერიკო გუტიერესის განცხადებით, ავიაკატასტროფაში გადარჩენილები არიან, თუმცა, უცნობია მათი რაოდენობა.
ამ დროისთვის არსებული ცნობით, კატასტროფის მიზეზად საწვავის ნაკლებობა სახელდება.