თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2016 წლის 29 დეკემბერს დაიწყება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, არდადეგები 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.