სამართალდამცველებმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯემალ დუმბაძე დააკავეს, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
მათივე განცხადებით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ბრალი დღეს წარედგინება.