ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ტერაქტების კვალიფიკაცია მიენიჭა. ამის შესახებ ბელგიის მთავრობის ოფიციალურ კომუნიკეშია ნათქვამი.
ბელგიური მედიის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე, დაშავებულთა კი 35-მდე გაიზარდა.
ტელეკომპანია VRT-ის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.