logo_geo
eng_logo
ოთარ დანელია: ეს ამპლუა განსაკუთრებულია
- +

29 ნოემბერი. 2016. 14:33



პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის მაჟორიტარი დეპუტატობა გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა.



ჩემთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია, რადგან მე გახლავართ მაჟორიტარი დეპუტატი და ეს ჩემთვის გაცილებით დიდი პასუხისმგებლობაა. ერთია, იყო აღმასრულებელი ორგანოს წევრი და მეორეა, იყო ხალხის მიერ არჩეული და მანდატმონიჭებული. მე ვთვლი, რომ ეს პასუხისმგებლობა ნამდვილად არ ჩამოუვარდება მინისტრის პოზიციას. მე ახლა უშუალოდ იმ ადამიანების წინაშე ვარ პასუხისმგებელი, რომელთაც ამირჩიეს და თავიანთი მანდატი მომანდეს.

 

საკმაოდ საინტერესო ახალი გუნდი წარმოადგინაქართულმა ოცნებამ", რომელიც ძალიან კომპეტენტურია. ეს შემართება ყოველთვის კარგია, პოზიტიური ცვლილება ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანია. ნამდვილად იყო სწორი სტრატეგია. მით უმეტეს, ამ ადამიანების უმრავლესობას ძალიან კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება", - განაცხადა ოთარ დანელია.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner