logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: ჟერარდ დეპარდიე საქართველოში რომ ჩამოვიდეს, უნდა დავაკავოთ!
- +

29 ნოემბერი. 2016. 14:45



„დღევანდელი კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრებს გარედან შევა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, საფრთხე იმისა, რომ მთავრობის მხრიდან საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, არ არსებობს.


„ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში თუ შევა საქართველოს საზღვრებს გარედან, როგორც ეს ჟერარდ დეპარდიემ გააკეთა, არღვევს კანონს. ამ კანონში იყო მოთხოვნა, რომ პირველ შემთხვევაში საზღვრის გადამკვეთი დაჯარიმებულიყო 400-500 ლარით, ხოლო მეორე შემთხვევაში მას ეკუთვნოდა პირდაპირ სასჯელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონი მიღებულია, პარლამენტში იქნება ამაზე მსჯელობა, თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ბატონი დეპარდიე რომ ჩამოვიდეს საქართველოში რაიმე ფესტივალზე, უნდა დავაკავოთ", - განაცხადა ხუციშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner