logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა!
- +

22 მარტი. 2016. 13:30



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგრიაში, ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებზე განცხადებას ავრცელებს:


„შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა - ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.


შეგახსენებთ, დღეს დილით ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება მოხდა, რასაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით აფეთქებების ხმა გაისმა მეტროპოლიტენშიც.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner