logo_geo
eng_logo
რომელი დასახელების სიგარეტი გაძვირდა საქართველოში და რას აცხადებენ კომპანიებში
- +

29 ნოემბერი. 2016. 15:27



„პარლამენტი" და „სობრანიე" გაძვირდა. სავაჭრო ჯიხურებში აღნიშნული დასახელების სიგარეტზე ფასი საშუალოდ 20-30 თეთრამდეა მომატებული.


„კვირა" დაინტერესდა, რითაა გამოწვეული აღნიშნული დასახელების სიგარეტებზე ფასების ზრდა.


კომპანია „ელიზი ჯგუფში", რომელიც „სობრანიეს" დისტრიბუციას ახორციელებს, ფასის მატებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


როგორც „კვირას" „ელიზი ჯგუფის" დირექტორმა თემურ ნადირაშვილმა განუცხადა, ფასთან დაკავშირებით შეთანხმება დამფუძნებლებსა და მომწოდებელ კომპანიას შორის დგება.


მისი თქმით, „ელიზი ჯგუფის" დამფუძნებლები ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფებიან, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რა გახდა ფასის მომატების მიზეზი.



ჩემთვის უცნობია ფასის ცვლილების მიზეზი, ფასზე შეთანხმება მწარმოებლებსა და კომპანიის დამფუძნებლებს შორის ხდება, ამ ეტაპზე ელიზი ჯგუფის" დამფუძნებლები ქვეყანაში არ იმყოფებიან, სამ-ოთხ დღეში დაბრუნდებიან",  - აცხადებს „ელიზი ჯგუფის" დირექტორი.



როგორც „კვირამ" გაარკვია „ელიზი ჯგუფის" დამფუძნებლები კანარის კუნძულებზე არიან.



„კვირა" „სობრანიეს" მწარმოებელ შპს „ჯეი თი აი კავკასუსსაც" დაუკავშირდა.



„ელიზი ჯგუფის" მსგავსად, „სობრანიეზე" ფასის მატების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ მწარმოებელ კომპანიაშიც.



„კვირა"  „პარლამენტის" იმპორტიორ კომპანია „ფილიპ მორის საქართველოსაც" დაუკავშირდა. „პარლამენტზე" ფასის მატებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კომენტარს არც აქ აკეთებენ.



შეხვედრაზე ვარ, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მოგვიანებით დამიკავშირდით", - განუცხადა „კვირას" კომპანიის წარმომადგენელმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner