ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია facebook-ზე წერს:
„რამოდენიმე წუთის წინ უცხო ნომრიდან მობილურზე დამირეკეს, ქალს ნამტირალევი, ქანცგაწყვეტილი ხმა ჰქონდა. თუ გახსოვთ, რომ ვწერდი, ლიანა ნათანელოვი, რომელსაც ქალიშვილი ჰყავდა უმძიმეს მდგომარეობაში, ფენილკეტონურიით დაავადებული, რომ დავეხმარეთ... მადლობა, ღმერთმა დაგლოცოთ, რომ დამეხმარეთ, ჩემი ქალიშვილი აღარა მყავს, გარდაიცვალა, ძალიან ბევრი იწვალაო.
გავშრი... ადრეც მითქვამს, საქართველოში მაინცდამაინც არ გამოირჩევიან მადლიერების გრძნობით. ათიდან ალბათ ორს თუ გაახსენდები გამოჯანმრთელების მერე, რაიმე დღესასწაულის მოსალოცად... საერთოდ მოკითხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, უეჭველ სიკვდილს რომ გამოსტაცეთ ხელიდან. ან ვის რაში სჭირდება მათი მადლობა... მაგრამ ამ ხნიერი, ჩიტივით ქალის კეთილშობილებამ გამაოგნა...!
ასეთი ადამიანებიც არიან...გაანათლოს!", - წერს გამსახურდია.