29 ნოემბერს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, რიგით მე-8 თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი მოცარტის კონცერტით გაიხსნება; კონცერტში მონაწილეობენ აგათა იგრასი - ფლეიტა (პოლონეთი), სელინ მუანიე - ჰობოი (საფრანგეთი), პაოლო ბელტრამინი - კლარნეტი (იტალია), ემი ჰარმანი - ფაგოტი (დიდი ბრიტანეთი), ერველ ჟულანი - ვალტორნა (საფრანგეთი) და რაუსდაელის კვარტეტი (ნიდერლანდები).
თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი წელს, მთავრობის მიერ ინიცირებული, მასშტაბური პროექტის „ჩჰეცკ ინ Gეორგა" ფარგლებში იმართება.
ფესტივალის ფარგლებში სულ 4 კონცერტი გაიმართება: სამ კონცერტს თბილისის კონსერვატორია, ხოლო ერთს „თიბისი გალერეა" უმასპინძლებს.
თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, თიბისი ბანკი და სხვა.