„ქართული ოცნების" წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში სოფლის მეურნეობის დარგზე საუბრობს. მისი თქმით, ეს სფერო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის ეწევა. როგორ შეიძლება, ეს არ იყოს მნიშვნელოვანი, როგორ შეიძლება სოფელი უგულებელყოფილი იყოს.
ის, რომ სოფლის მეურნეობა არის უმნიშვნელოვანესი დარგი, ეს ნამდვილად უდავოა, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე", - განაცხადა დანელიამ.