„ემზარ კვიციანმა ნაციონალებს დანაპირები შეუსრულა და მედიით მათთან დაკავშირებული სკანდალური მასალების გამოქვეყნება დაიწყო", - წერს გაზეთი „ახალი თაობა". მისი ინტერესის საგანი 2006-2008 წლებში, კოდორის ხეობაში გადარიცხული თანხებია. კვიციანის მტკიცებით, ამ პერიოდში ნაციონალებმა ხეობაში 1,2 მილიარდი დოლარი გაათეთრეს.
„მაინტერესებს, რა თანხები იყო კოდორის ხეობისთვის გათვლილი, როცა მე გუბერნატორი ვიყავი. მაქვს ინფორმაცია, რომ უამრავი ფული გაათეთრეს. ნდობის ჯგუფში ჩემი ყოფნის შემთხვევაში, მე სრული უფლება მექნება, მოვითხოვო გრიფის მოხსნა და გავიგო, თუ რა ფულს ათეთრებდნენ ნაციონალები. ვიცი, რომ მილიარდ ორას მილიონ დოლარზე მეტი მათ მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გაათეთრეს", - განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანმა.