„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩვენს პროექტში მონაწილე ფერეიდნელებს შეხვდა. პრეზიდენტი გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და მომავალში პროექტის გაგრძელებისათვის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, როგორ პროექტის წინა ჯგუფს, ამ ჯგუფსაც მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.
ფერეიდნელების სახელით, პრეზიდენტს მადლობას ვუხდი გულთბილი მასპინძლობისა და ასეთი მამულიშვილური პროექტის დაფინანსებისათვის", - წერს ზვიად ტომარაძემ.