თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ტერაქტები, რომელიც მიმართულია ჩვენი ერის ერთიანობისა და თანასწორუფლებიანობის წინააღმდეგ, მხოლოდ გვაერთიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში.
თურქეთის კანონიერი უფლება თავდაცვაზე მსჯელობის საგანი არ არის. ჩვენს უფლებებს გამოვიყენებთ ყველგან და ყოველთვის, როცა საჭიროდ ჩავთვლით", - ნათქვამია რეჯეპ თაიპ ერდოღანის განცხადებაში.
ანკარაში ძლიერი ტერაქტი გუშინ მოხდა, შედეგად დაიღუპა სულ მცირე 28 ადამიანი, 61 კი დაშავდა.