logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ეს სააკაშვილის ისტერიკას მაგონებს
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

22 მარტი. 2016. 13:50


 

საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებაზე საქართველოში. მეჭიაურს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულებას რადიკალურად არ შეიცვლის, თუმცა ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოში ხდება არ არის გამორიცხული, რაღაც პერიოდის შემდეგ საქართველოს მიმართ შეიქმნას რაღაც პოზიტიური გარემო.



„2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსული ხელისუფლების  საქმიანობის დაწყების პირველივე დღიდან შედარებით კონსტრუქციული გახდა  რუსულ მხარესთან თანამშრომლობა, რაც აისახა კიდეც აბაშიძე - კარასანის ორმხრივ მოლაპარაკებებშიც, ამან გარკვეული პოზიტიური შედეგებიც გამოიღო. თუ საუბარს ამ მიმართულებით  დავიწყებთ, არათუ ისტერია დაიწყო, პირიქით მიმაჩნია, რომ საქმიანი კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას ჰქონდა ადგილი. თუმცა, პარალელუარად არის მეორე ფრთა, რომელიც ცდილობს შექმნას დაძაბული ფონი. ეს დაახლოებით მაგონებს სააკაშვილის ისტერიკას, რომელიც მას ჰქონდა 2007-08-წლებში  და რამაც მიგვიყვანა იმ ცნობილ მოვლენებამდე, როდესაც   დამატებით ტერიტორიების 20% დავკარგეთ. ვფიქრობ, ხელისუფლება რომელ შტოსაც არ უნდა წარმოადგენდეს უნდა საუბრობდეს ერთი ენით. მთავრობის წევრების პოზიციები რადიკალურად განსხვავებული არ უნდა იყოს და  ასე რომც იყოს, გარეთ ამის გამოტანა, ასეთი სახით არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ მიმაჩნია, ასეთი ქმედებები, არანაირად არ უწყობს ხელს  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ის ნაბიჯები რომელიც ამ ორმხრივ ფორმატში მიმდინარეობდა, თუნდაც მცირე დადებითი შედეგებით შეიძლება განვითარდეს, ისევ უფრო პოზიტიურისკენ და დავიტოვოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ, მივცეთ შანსი რუსებს უკან წაიღოს თავის აღიარებები, რომელიც მან უკვე საჯაროდ გამოაცხადა სამხრეთ-ოსეთისა  და აფხაზეთის მისამართით. რა თქმა უნდა, არ მგონია, რომ რუსეთი რადიკალურად შეიცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, თუმცა, ისევ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოში ხდება არ არის გამორიცხული, რაღაც პერიოდში საქართველოს მიმართ შეიქმნას  პოზიტიური გარემო.   ამან შეიძლება უფრო დაგვაახლოვოს იმ პრობლემების გადაწყვეტასთან, რომელიც  ჩვენთვის ძალზედ მტკივნეულია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, " , - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner