logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ჩვენი ხმა უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს!
- +

29 ნოემბერი. 2016. 18:26


 



„ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების არცოდნა დაგვაბრუნებს  25 წლის წინ არსებულ მდგომარეობაში, როდესაც გადაწყვეტილებებს ქართველების მაგივრად სხვები იღებდნენ.


„მსოფლიოში ვითარება დინამიკურად იცვლება, გეოპოლიტიკური სურათიც იცვლება, არ შეიძლება, პროცესებს ჩამოვრჩეთ, აუცილებელია, პოლიტიკაში თანამედროვენი ვიყოთ, ასე საშუალება მოგვეცემა, ჩვენი ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდეს", - განაცხადა არეშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner