logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღმერთმა მოიღოს წყალობა საქართველოზე
- +

22 მარტი. 2016. 13:52


 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული, 40 სებასტიელი მოწამის ხსენების დღე მიულოცა.



ყოველი დღე მართლმადიდებელი ეკლესია ახსენებს ამ თუ იმ წმინდანს, მაგრამ დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. ხსენება წმინდა 40 სებასტიანელ მოწამეთა. მათი ცხოვრება, მათი ღვაწლი, მათი წამება არის მაგალითი იმისა, რამდენად მტკიცედ უნდა იდგეს ადამიანი სარწმუნოებასა შინა და ამ სარწმუნოებამ გადაარჩინა ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიმყოფებით თბილისის ისტორიულ ადგილზე, სადაც მრავალი სასწაული მომხდარა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა ლოცვით, წმინდა აბო თბილელის, ქეთევან დედოფლის, შუშნიკის, წმინდა ნინოს და სხვათა ლოცვით, ღმერთმა მოიღოს წყალობა საქართველოზე", - ბრძანა უწმინდესმა.



მედიასთან კომენტარი გააკეთა 40 სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ათანასე კარანაძემ.



ყოველთვის ვხარობთ მისი მობრძანებით, უწმინდესი გვახარებს, რამეთუ მისი ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული ტაძარია", - განაცხადა არქიმანდრიტმა ათანასემ.



ღვთისმსახურებას, სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner