თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა, თურქეთს გააჩნია ძალიან ბევრი ალტერნატივა.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიხურავს ევროკავშირის წიგნი, მაგრამ არსებული სიტუაცია არ გვაძლევს საშუალებას, ოპტიმისტური მოლოდინები გვქონდეს.
თურქეთს ძალიან ბევრი ალტერნატივა გააჩნია, გარდა ევროკავშირისა", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
ანკარასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევროკავშირმა თურქეთის ხელისუფლებას ბრალი დასდო ოპოზიციის დევნაში ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.