ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ, მეტსახელად „მასტერამ" სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ამ სპეცოპერაციის ჩატარებისას, ოპერატიული კუთხით მუშაობა ჩაუვარდა.
„დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, ეს იყო წარუმატებელი და ოპერატიულად ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაცია. გარდა იმისა, რომ სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა, გაგვეგო რეალობა - რა მოხდა, რა იგეგმებოდა, რა უნდა მომხდარიყო და ა.შ. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა მართლა. ასეთი შედეგის დადგომა ფაქტობრივად კატასტროფაა. ოპერატიული კუთხით მუშაობა ჩაგვივარდა. გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული", - განაცხადა გიორგიდგებუაძემ.
ბრალდებულის თქმით, ოპერაციის წარუმატებლობა იმანაც განაპირობა, რომ კუდ-ს მის დასაგეგმად მცირე დრო ჰქონდა.