logo_geo
eng_logo
ნაძალადევში, თემქის შიდაკვარტლურ გზებზე ასფალტის საფარი იგება
- +

29 ნოემბერი. 2016. 18:47


 


ნაძალადევის რაიონში, თემქის შიდაკვარტლურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. გზის საფარის რეაბილიტაცია მე-11 მ.რ. მე-2 კვ. მე-2 - მე-3 კორპუსებს შორის და მე-11 მ.რ. 1 კვ. 7ა-10 კორპუსებთან მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.




ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პარალელურად, შიდაკვარტლურ გზებს ვაწესრიგებთ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თემქის მოსახლეობისთის. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა ორ მისამართზე, დანარჩენ ორზე კი ახლა მიმდინარეობს მუშაობა. მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება", - განაცხადა დავით გოგიძემ.




მიმდინარე პროექტის ფარგლებში, თემქაზე ასფალტის საფარი 4 388 კვ.მ-ზე იგება. გზის რეაბილიტაცია დასრულებულია მე-3 მ/რ მე-3 კვ. 43-ე კორპუსთან და მე-11 მ/რ მე-2 კვ. 22ა კორპუსთან. ოთხივე მისამართზე საგზაო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 194 000 ლარია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner