logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება დროული და სრულიად გამართლებულია
- +

29 ნოემბერი. 2016. 19:55

 

 

„გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება დროული და სრულიად გამართლებულია.  ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციები თავის პირად კეთილდღეობას ქმნიან ჩვენი საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენების ხარჯზე", - ამ სიტყვბით შეაფასა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწემ ნიკოლოზ მეტრეველმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება.

 

„ნებისმიერი ადამიანისათვის გასაგებია, რომ მხოლოდ უკიდურესი გაჭვირვება აიძულებს ჩვენს მოქალაქეებს თავისი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად მიმართონ ამგვარ ორგანიზაციებს. სამწუხაროა, რომ ონლაინ-სესხების მომხმარებელთა ძალიან დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ. ონლაინ-სესხების აკრძალვასთან ერთად საჭიროა ე.წ ამომღები კომპანიების სრულიად უკანონო და უკონტროლო საქმიანობის აღკვეთაც. თუმცა, პრობლემის გადაჭრა მხოლოდ აკრძალვით შეუძლებელია, მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად უნდა შეიმუშაონ სწრაფი მიკრო სესხების გაცემის სისტემა. მსგავსი სისტემა დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს ყველა განვითარებულ ქვეყანაში", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ნიკოლოზ მეტრეველმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner