logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ინსტიტუტებმა ყველა შეხვედრა გააუქმეს
- +

22 მარტი. 2016. 13:53



ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტალინა გეიორგიევამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა ყველა შეხვედრა გააუქმეს და ევროპული სტრუქტურების ყველა შენობასთან წვდომა შეზღუდულია.


ამასთან, ევროკომისიამ ბრიუსელის მაცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.


"ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივად მუშაობენ პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" , - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.



ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner