„დოიჩე ველე"-ს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავა, რომლებიც ასობით ბინის გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.
ოპერაცია მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა და დასახლება ბარაკალდოში ჩატარდა. ასევე დაკავებულები არიან ესპანეთის მოქალაქეები, რომელთა მეშვეობით ქართველები მოპარულ ნივთებს ასაღებდნენ. ეს ძირითადად საიუველირო ნაწარმი და მაჯის საათები იყო.
დაკავებულები შესაძლოა ასევე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში, ნარკოტიკების და იარაღის შენახვაში და საბუთების გაყალბებაში, ასევე ფულის გათეთრებაში დაადანაშაულონ.
ასევე ესპანეთის პოლიციამ „კანონიერ ქურდზე" სპარტაკ ჯაფარიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ის, სავარაუდოდ, იტალიაში იმალება.
უახლოეს მომავალში საგამოძიებო მოქმედებების კოორდინაციისთვის ესპანელი სამართალდამცველები საქართველოში ჩამოვლენ.