logo_geo
eng_logo
სავალუტო რისკების დაზღვევისთვის მთავრობის გადადგმულ ნაბიჯს საბანკო სექტორის ნაწილი იწონებს
- +

29 ნოემბერი. 2016. 20:55



„ვითიბი ბანკის" CEO არჩილ კონცელიძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივის ბოლომდე მიყვანა ერთგვარი გამარჯვება იქნება. ბანკირი ლარის სესხების გაძვირებას არ ელის. ამასთან, არჩილ კონცელიძის განცხადებით, ვალდებულება არ ნიშნავს რაიმე სახის დაძალებას. ბანკი ყოველთვის აფასებს რისკებს და შესაბამისად ხელმძღვანელობს. ლარის შემოსავლის მქონე მომხმარებელს ლარში სესხის აღებას ურჩევს, ასევე გალარების შეთავაზებას უკეთებს, მაგრამ თუ კლიენტი სავალუტოს ირჩევს დამატებით ზომებს არ მიმართავს.


ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სამომხმარებლო საცალო სესხების პორტფელის 98% ლარში აქვს დენომინირებული, იპოთეკური სესხების პორტფელი კი, მცირე აქვს. $40 000-ის იპოთეკური სესხების შეღავათიანი კურსით (-20 პუნქტი) გალარების ინიციატივა პრემიერმა სამშაბათის სხდომაზე წარმოადგინა


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner