logo_geo
eng_logo
„ქართველი დეპუტატები ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც აფეთქება მოხდა“
- +

22 მარტი. 2016. 13:54



პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. მისი თქმით,  პარლამენტის დელეგაციის წევრები ახლოს არიან მეტროსადგურთან, სადაც აფეთქება მოხდა.


საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებიან ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

 

"პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner