logo_geo
eng_logo
ლევან კალანდაძე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების ოპტიმიზაციას დადებითად აფასებს
- +

29 ნოემბერი. 2016. 22:38



ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის ოპტიმიზაციით, მთვარობის ახალმა ეკონომიკურმა გუნდმა პრაგმატული ნაბიჯები გადადგა. 


როგორც მან  განაცხადა, პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს ხარჯების ოპტიმიზაცია, რომლითაც 100 მილიონი იზოგება.

 

მართალია, სასურველი იყო, უფრო მეტით შემცირებულიყო ადმინისტრაციული ხარჯები, თუმცა  ეს ის მაქსიმუმია, რომელიც შეძლო მთავრობამ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება შემოსავლების ზრდას. ის, რომ არსებული გამოწვევებით, ახალი რეზერვების მოძიება გვჭირდება, სწორად არის აქცენტირებული ბიუჯეტში. მოგების გადასახადი გვიმცირდება, გვაქვს დეფიციტის პრობლემა და ამიტომ რაღაცით ეს უნდა დაბალანსდეს. ამავდროულად, ის პროექტები, რომელიც ითვალისწინებს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, დამატებით შემოსავლებს საჭიროებს", - განაცხადა კალანდაძემ.


ექსპერტის თქმით, მართალია, მთავრობა არაპოპულარულ ნაბიჯებზე წავიდა, ეს არის პრაგმატული და რაციონალური გადაწყვეტილება, როდესაც აქციზის განაკვეთის ზრდა დააანონსა. 

აქციზის გადასახადის ზრდით, ერთის მხრივ, მივიღებთ გაზრდილ შემოსავლებს ბიუჯეტში და მეორეს მხრივ, შეამცირებს იმპორტს, რაც ვალუტის კურსს დააკორექტირებს. ეს საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე", - აღნიშნა ექსპერტმა.


კალანდაძე თვლის, რომ ახალი ბიუჯეტის კონცეფცია ხისტია, თუმცა არის სწორი და შედეგიც პოზიტიური უნდა იყოს. 


საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის ხარჯვითი ნაწილი 11,415 მილიარდ ლარს შეადგენს, პარლამენტს ხვალ დილით გადაეგზავნება. 


მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა წინა წლის მაჩვენებელს 1,27 მილიარდი ლარით აღემატება. ბიუჯეტში 8,82 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლებია დაგეგმილი.


სხვა შემოსავლები დაგეგმილია 385 მილიონ ლარზე, გრანტები 284 მილიონ ლარზე. სახელმწიფო ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლება დაგეგმილია 90 მილიონ ლარზე, ხოლო ფინანსური აქტივობის კლება 85 მილიონ ლარზე. ვალდებულებების ზრდა დაგეგმილია 1,792 მილიარდ ლარზე, საიდანაც საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაფინანსდება 400 მილიონი ლარი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


2016 წელთან შედარებით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება. 



განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 144 მილიონზე მეტი ლარით იზრდება, რაც საბოლოო ჯამში შეადგენს 1,116 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 253 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 3,415 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 275 მილიონ ლარზე მეტით იზრდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წინა მოწვევის პარლამენტმა მთავრობას კორექტივების შეტანის მიზნით დაუბრუნა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner