logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ონლაინ კაზინოები სოციალური პრობლემაა
- +

29 ნოემბერი. 2016. 22:39



ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა PALITRANEWS-ის  გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ მთავრობას სჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა შეირჩეს საუკეთესო მოდელი ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება. ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობას საბოლოო მოდელის შემუშავებამდე 6-დან 8 თვემდე ვადა დასჭირდება.


„ონლაინ კაზინოები არის სოციალური პრობლემა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი ადამიანების დაცვა. ძალიან ბევრი კონსულტაცია მქონდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან. ჩვენ ალბათ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი, რათა შევარჩიოთ საუკეთესო მოდელი ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება. ჩემთვის პირადად ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი: პირველი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მეორე მიმართულება ისაა, რომ ძალიან ბევრი ონლაინ კომპანია არ იხდის იმ გადასახადს, რაც უნდა გადაიხადოს. ამ მიმართულებით ფისკალურიც და მორალური ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი თანხვედრის დროს ჩვენ მივალთ დადებით შედეგამდე, ალბათ ამისთვის 6-დან 8 თვემდე დაგვჭირდება, რათა საუკეთესო მოდელი შევთავაზოთ ბიზნესს, მაგრამ ამ მიმართულებით აუცილებლად წავალთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner