logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ძალიან ცუდად მენიშნა ის, რომ მოკლული ნიკა ლომინაძის მამა პროცესზე არ მობრძანდა
- +

29 ნოემბერი. 2016. 22:51



ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგოც ჭკადუამ განაცხადა, ბრალდების მხარე დარწმუნდა, რომ გია გვიჩიანი, ნიკა ჩემია და სხვა ბრალდებულები ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეში აბსოლუტურად უდანაშაულონი არიან.


მისი თქმით, საქმეში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და ერეკლე კოდუას მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებული არ არის.



„გამოძიების მხარე დარწმუნდა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, წინასწარი გამოძიება ხარვეზებით იყო ჩატარებული და მეტიც, გარკვეულ პირთა წრეს, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს დაინტერესება ჰქონდათ და საქმის „შეკერვა" უშუალოდ მათი განკარგულებით ხდებოდა. ადამიანებს, ვისაც რაღაცაში ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ, პროცესებს დაესწრონ და უშუალოდ მოუსმინონ მოწმეებს, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ, ვის კაბინეტში დაიგეგმა საქმის „შეკერვა" და როგორ ნაწილდებოდა როლები. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, ეჭვი არავის არ დარჩება. დაზარალებულ ოჯახს მოვუწოდებ, პროცესებზე მობრძადნენ, ყველაფერი თავისი ყურით მოისმინონ და ნახონ ის პროდუქტი, რაც სასამართლოში ბრალდების მხარემ წარადგინა. ძალიან ცუდად მენიშნა ის, რომ ნიკა ლომინაძის მამა პროცესზე არ მობრძანდა.

 

მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და ერეკლე კოდუას მოწმეები ასახელებენ და ყვებიან, რომლისგან რა დაკვეთას იღებდნენ.  მეტი ნდობისა და გარანტიების მიღებისთვის, რამდენიმეჯერ ზურაბ ადეიშვილსაც კი შეახვედრეს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, სხვა ბრალდებულებიც დაერწმუნებინა, რათა მათ დანაშაული ეღიარებინათ. ეს მოწმეები ჩვენებას სასამართლოსაც მისცემენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქმის მასალებს ვიცნობთ, მაგრამ ბრალდების მხარის მოწმეების გამოძახება პროკურატურის პრეროგატივაა და მათი ჩვენებების წინასწარ გასაჯაროება ჩვენგან ეთიკური არ იქნება", - განაცხადა ირმა ჭკადუამ


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner