logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტს კანონის შემოქმედების პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს
- +

29 ნოემბერი. 2016. 23:35



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ   საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, მას შემდეგ, რაც სპეციალური ფორმატი შეიქმნება. კობახიძის განმარტებით, ფორმატი იქნება ფართო და მასში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები.


„ჩვენი ამოცანა არის კონსტიტუციის დახვეწა. ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, შეიძლება ის დახვეწო, რადგან მას ვერ გააუარესებ. ხელისუფლების განაწილებული პრინციპი დარღვეულია მოქმედ კონსტიტუციაში. სერიოზული ხარვეზებია და ამაზე 2010 წელს ვენეციის კომისია აქტიურად საუბრობდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


კობახიძემ ასევე პრეზიდენტის ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს უფლება წარადგინოს ან მონაწილეობა მიიღოს კანონის შემოქმედების პროცესში.


„პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება. სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმატი გვაქვს, პრეზიდენტი ვერ იქნება ინიციატორი ამ მიმართულებით, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ის კანონის შემოქმედების პროცესში პოსტფაქტუმ ერთვება, რაც ვეტოში გამოიხატება. კანონპროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს პარლამენტი",- განაცხადა კობახიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner