სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. განცხადება გიორგობიანმა 2030.news-სთან გააკეთა:
"გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე",-აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.