logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება
- +

30 ნოემბერი. 2016. 00:29

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის პროექტის ინიცირება წინა მოწვევის პარლამენტში მოხდა, თუმცა მისი განხილვა ვერ მოესწრო და ახალმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, წარდგენილი ინიციატივა განიხილოს. კობახიძის განცხადებით,  წინა მოწვევის პარლამენტმა სულ 118 კანონის პროექტი ვერ განიხილა და მათგან მხოლოდ 28-ის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.


კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონის პროექტი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა დამტკიცდება თუ არა კანონი, ჯერ ცნობილი არ არის.


„ამ კანონის პროექტზე გადაწყდა, რომ მსჯელობა გაგრძელდებოდა. ეს იყო მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების. მათ შორის იმ სუბიექტების, რომლებიც პროცესების მონიტორინგში არიან ჩართულები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი მოთხოვნა იყო, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ შეცნობილი მიზნის გარეშე ადამიანები კვეთდნენ საზღვარს და სახელმწიფო მათ მკაცრ სანქციას უპირისპირებდა, ანუ უცხოელები კანონის შემსუბუქებას ითხოვდნენ. კანონის პრეოქტის მიხედვით, მსგავს შემთხვევაში, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდოს საზღვრის გადამკვეთს, განმეორების შემთხვევაში კი, პატიმრობა. მაგრამ, ეს მხოლოდ ინიციატივაა და მეტი არაფერი. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე. არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner