logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ქუმსიშვილმა პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობისთვის ბრალდება არ წაუყენებია
- +

30 ნოემბერი. 2016. 00:33


პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში" ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც რეგიონალური ფაქტორია.


კობახიძის განცხადებით, ლარის გაუფასურება მთავრობის არასწორ პოლიტიკასთან დაკავშირება სპეკულაციაა და დასძინა,, რომ არსებული ვითარება დღევანდელი ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა. კობახიძემ ასევე დაჰეჯირებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებაც შეაფასა.


„ფინანსთა მინისტრმა პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობისთვის არ წაუყენებია ბრალდება. მართლაც საზოგადოება გამოუცდელია და თანდათანობით ერკვევა  ბანკებთან ურთიერთობებში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner