„ჩვენ ვართ საქმეზე და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემა „არჩევანში" განაცხადა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების" ყველა ინიციატივას ოპონენტები უარგუმენტოდ აკრიტიკებენ.
„ჩვენ ვართ საქმეზე და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც კარგად იცნობს, აღიარებს მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს. რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ პრობლემების გადასაჭრელად. სწრაფი ეკონომიკური განვითარება არის ერთადერთი გზა, თითოეული ადამიანის კეთილდღეობისათვის და სწორედ ამას ემსახურება დღეს გაჟღერებული ინიციატივები, რომელსაც ასე უარგუმენტოდ აკრიტიკებენ ჩვენი ოპონენტები",- განაცხადა კობერიძემ.