თურქულ მედიაში პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება გავრცელდა, რომ თურქეთის არმია სირიის ტერიტორიაზე ტირანის, ბაშარ ასადის რეჟიმის დასამხობად შევიდა. ერდოღანის განცხადებით, „ისინი სირიის მიწებისთვის არ იბრძვიან და მიწა კანონიერ მფლობელებს ეკუთვნით".
„ჩემი ინფორმაციით, სირიაში მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს პროცესი გრძელდება, იხოცებიან ქალები და ბავშვები. სად არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია? რას აკეთებს? ერაყშია? ჩვენ დიდხანს ვითმინეთ, მაგრამ ბოლოს იძულებულები გავხდით „სირიის თავისუფალ არმიასთან" ერთად გვებრძოლა.
ჩვენ იქ შევედით სამართლიანობის აღსადგენად. ჩვენ ვიბრძვით დაუნდობელი ტირანის ბაშარ ასადის მმართველობის დასასრულებლად, რომელმაც ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი მოაწყო." - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის არმია სირიის ტერიტორიაზე ოპერაცია „ევფრატის ფარის" ფარგლებში შეიჭრა.