ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მკაცრად დაგმო და ბელგიელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„ამ საზარელი თავდასხმების შემდეგ ჩემი ფიქრები ბრიუსელთან და მის მცხოვრებლებთანაა. დარჩით უსაფრთხო ადგილას და ხელისუფლების ინსტრუქციებს მიყევით", - ნათქვამია მარტინ შულცის განცხადებაში.
ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების გამო ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.