logo_geo
eng_logo
შს მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

30 ნოემბერი. 2016. 10:44



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაიის (IOM) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს არგენტინა საბადოშს შეხვდა.



შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე.



შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები განიხილეს. მხარეებმა შეაჯამეს შს სამინისტროსა და IOM-ს შორის არსებული წარმატებული, მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.



მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში 1993 წლიდან მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე მუშაობს. IOM შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, მათ შორის, უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ევროპული სტანდატების შესაბამისად ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner