ევროპული ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შემდეგ მიიღეს.
უცხოური მედიის ცნობით, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია ავსტრიის, რომის, ფრანქფურტისა და ლონდონის აეროპორტებში.
მედიის ცნობით, ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, შეჩერებულია ასევე ევროსტარის მატარებლების მიმოსვლა.