logo_geo
eng_logo
ჩიქოვანის ქუჩაზე ორი სპორტული მოედანი შენდება
- +

30 ნოემბერი. 2016. 11:04


 


საბურთალოს რაიონის გამგეობა ჩიქოვანის ქუჩაზე ორ ახალ, თანამედროვე სპორტულ მოედანს აშენებს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ბექა მიქაუტაძემ ლევან გოგიჩაიშვილს სტიქიის ზონაში განხორციელებული სამუშაოებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ყველა დანაპირები, რაც გამგეობამ ამ უბნის მაცხოვრებლებს მისცა, აღნიშნული სტადიონების მშენებლობით შესრულებული იქნება.



აღსანიშნავია, რომ სტადიონის მოწყობამდე გამგეობამ ჩიქოვანის N30-სა და 34 კორპუსებს შორის ორი საყრდენი კედელი ააშენა, რომელიც მოედნის კონსტრუქციის უსაფრთხოებისათვის იყო აუცილებელი. ამჟამად, უკვე დამონტაჟებულია მეტალის ბოძები და მიმდინარეობს მავთულბადის დამაგრება. საფეხბურთო მოედანს 7 მეტრის, ხოლო საკალათბურთოს - 4 მეტრის სიმაღლის მესერი გაუკეთდება. სტადიონებზე დაიგება თანამედროვე ხელოვნური ბალახის საფარი.




ობიექტზე კომპანია „დოკასპორტი" მუშაობს. პროექტის ღირებულება 98 000 ლარია.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner