კულტურა
მოამზადა ნათიამ
დღეს ალბომის - „დილა" და ქართული საბავშვო ილუსტრაცია პრეზენტაცია გაიმართება
30 ნოემბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება პრეზენტაცია ალბომისა - „დილა" და ქართული საბავშვო ილუსტრაცია. ქართული საბავშვო ილუსტრაციის ისტორიის ამსახველი ალბომი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ქართველ მხატვართა მიერ ჟურნალ „დილისთვის" 1904-2016 წლებში შექმნილ ილუსტრაციებს აერთიანებს.
კრებულში წარმოდგენილია ოსკარ შმერლინგის, იოზეფ როტერის, მოსე თოიძის, მიხეილ ჭიაურელის, რობერტ სტურუას (უფროსი), სოსო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ნათელა იანქოშვილის, უჩა ჯაფარიძის, გრიგოლ ჩირინაშვილის, ზურაბ მეძმარიაშვილის, ანდრო კანდელაკის, კოკი მახარაძის, ჯემალ ლოლუას, შალვა ცხადაძის, თენგიზ მირზაშვილის, კოკა იგნატოვის, ირაკლი ფარჯიანის, თენგიზ სამსონაძის, თაზო ხუციშვილისა და სხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები.
ჟურნალი „დილა" ას წელზე მეტია გამოიცემა და მის ფურცლებზე XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების საბავშვო ნახატებია აღბეჭდილი.