ამერიკის სამხრეთის შტატებში მძვინვარე ხანძრების გამო, მოსახლეობის დასახმარებლად შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები ჩადიან. ტენესის შტატში ქალაქ გატლინბურგის ახლომდებარე დასახლებებში საგანგებო ვითარება შეიქმნა.
გატლინსბურგის, პიჯეონ-ფორჯის და სევიერის ოლქის დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა. გატლინბურგში 30-მდე შენობა დაიწვა, მათ შორის 16-სართულიანი სასტუმროცაა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.