logo_geo
eng_logo
ამერიკის სამხრეთის შტატებში ხანძარმა 30-მდე შენობა გაანადგურა
- +

30 ნოემბერი. 2016. 12:14



ამერიკის სამხრეთის შტატებში მძვინვარე ხანძრების გამო, მოსახლეობის დასახმარებლად შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები ჩადიან. ტენესის შტატში ქალაქ გატლინბურგის ახლომდებარე დასახლებებში საგანგებო ვითარება შეიქმნა.


გატლინსბურგის, პიჯეონ-ფორჯის და სევიერის ოლქის დასახლებებში ევაკუაცია გამოცხადდა. გატლინბურგში 30-მდე შენობა დაიწვა, მათ შორის 16-სართულიანი სასტუმროცაა.


 მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner