თურქეთის ქალაქ ადანაში, სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 11 ბავშვია და სკოლის კომენდანტი ქალი, 22 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
სამსართულიან საერთო საცხოვრებელში 34 მოსწავლე ცხოვრობდა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი შენობის ხის კონსტრუქციების გამო სწრაფად გავრცელდა.