logo_geo
eng_logo
თსუ-ს სტუდენტების აზრი ორად იყოფა - ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ადმინისტრაციას მიმართავენ
- +

30 ნოემბერი. 2016. 12:20



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ადმინისტრაციისაგან ლექციების ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კორპუსებში ჩატარებას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა დღეს გამართულ ბრიფინგე განაცხადეს.


ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტის ნინო ტაბაღუას განცხადებით, ისინი „აუდიტორია 115"-ს ეთანხმებიან გარკვეულ მოთხოვნებში. კერძოდ, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია, თუმცა უკმაყოფილებას გამოხატავენ მათი რადიკალური ქმედებების გამო, პრობლემა აქვთ „აუდიტორია 115"-ის წევრების გამოხატვის ფორმასთან, რომლებსაც მე-6 კორპუსი დღემდე დაკავებული აქვთ.


ნინო ტაბაღუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა, ლექციების ჩატარება მოხდეს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კორპუსებში.


პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტიკის მიმართულების კიდევ ერთმა სტუდენტმა ქეთევან ჩალაურმა განაცხადა, რომ სტუდენტები გადანაწილებული არიან მაღლივ კორპუსში არსებულ აუდიტორიებში, სადაც ფიზიკურად ვერ ახერხებენ სიარულს და მოითხოვენ ადმინისტრაციისაგან სწავლის პროცესი გაგრძელდეს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ აუდიტორიებში.


ქეთევან ჩალაური აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი ფაქტობრივად ჩაშლილია და ითხოვენ ამ პრობლემის მოგვარებას.


სტუდენტებისთვის უცნობია „აუდიტორია 115" -ის წევრები როდის დატოვებენ მე-6 კორპუსის შენობას. „აუდიტორია 115"-ს უკვე რამდენიმე დღეა თსუ-ს მე-6 კორპუსი დაკავებული აქვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner