ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული მეოთხე ენერგობლოკის თავზე გიგანტური თაღი აღმართეს. დამცავი კონსტრუქციის აღმართვის ცერემონიას უკრაინელი პოლიტიკოსები დაესწრნენ. მასშტაბური პროექტი უკრაინის ხელისუფლებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი მუშაობით გახორციელდა. პროექტი 1,63 მილიარდი ევრო დაჯდა. სარკოფაგის მშენებლობისთვის მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გამოყო თანხა.
ფოლადისა და ბეტონის გიგანტური თაღი ქალაქს რადიაციის გავრცელებისგან 100 წლის განმავლობაში დაიცავს. 36 ათას ტონიანი ბეტონის სარკოფაგის სიმაღლეს 108 მეტრია, სიგანე კი - 150.
თაღის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. მისი დიდი ზომის გამო, თაღი ორ ნაწილად აშენდა, შემდეგ კი შეერთდა. კონსტრუქციის დასრულება 2017 წლის ბოლომდე იგეგმება.
ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარია 1980 წლის 26 აპრილს მოხდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სადგურის მეოთხე რეაქტორი, ჰაერში მოხვდა სხვადასხვა რადიოაქტიური ნივთიერება მათ შორის, ურანის, პლუტონიუმის, იოდის, ცეზიუმის, სტრონციუმის იზოტოპები
2005 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ათასი ადამიანი დაიღუპა. გარემოს დამცველი ორგანიზაცია "გრინპისი" კი აცხადებს, რომ კატასტროფას ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორთა კავშირის მონაცემებით, კი დაავადებებისგან 60 ათასი ადამიანი დაიღუპა.
ავარიას მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ კატასტროფად მიიჩნევა. ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრის რადიუსის ფარგლებში საევაკუაციო ზონა გამოცხადდა.